„ბიბისი“ - თურქეთმა ერაყსა და სირიაში 29 სამიზნეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
თურქეთმა ერაყსა და სირიაში 29 სამიზნეზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საჰაერო დარტყმები ერაყსა და სირიაში არსებულ „ტერორისტულ ობიექტებზე“ განახორციელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდასხმის სამიზნეებს შორის იყო გამოქვაბულები, ბუნკერები, თავშესაფრები და სანავთობე ობიექტები.