უცხოელ ტურისტებს საქართველოში ივლისიდან ელოდებიან – ამ სათაურით აქვეყნებს „ბიბისი“ საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს საზღვრების გახსნის შესახებ ინფორმაციას.
როგორც „ბიბისი“ წერს, ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.
„2019 წელს საქართველოს ხუთი მილიონი ტურისტი ეწვია. წელს კი, საერთაშორისო ტურისტები საქართველოში სტუმრობას პირველი ივლისიდან შეძლებენ. პანდემიის გამო, საგანგებო რეჟიმში გადასული ქვეყანა დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ორშაბათიდან, 11 მაისიდან ეტაპობრივად გეგმავს“,- წერს „ბიბისი“.