„ბიბისი“ - საბერძნეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობის გასაპროტესტებლად აქციაზე 40 ათასამდე ადამიანი გავიდა
საბერძნეთში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე 40 ათასამდე ადამიანი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სახსრების დაზოგვაში ადანაშაულებენ, რამაც ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო სისტემა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა.
აქციას ერთდღიანი გაფიცვით შეუერთდნენ რკინიგზის თანამშრომლებიც.
შეგახსენებთ, 28 თებერვალს ათენიდან სალონიკში მიმავალი სამგზავრო მატარებლის სატვირთოსთან შეჯახებას 57 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში, სარკინიგზო ტრანსპორტით 350-მდე ადამიანი სარგებლობდა.