რუსეთში, ბელგოროდის ოლქში სამი უპილოტო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ ორი უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა და ბელგოროდის რაიონში კერძო საკუთრებაზე დაეცა.
„დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ერთი მანქანა“, – წერს გუბერნატორი.
გლადკოვის თქმით, იმავე ტერიტორიაზე თავდაცვის ძალებმა კიდეც ერთი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.