„ბიბისი“ - რუსეთი 10 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობს ყოველდღიურად ფინეთის საზღვართან, ქარხნის ტერიტორიაზე წვავს
რუსეთი 10 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობს ყოველდღიურად ფინეთის საზღვართან, ქარხნის ტერიტორიაზე წვავს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ექსპერტები ამბობენ, რომ საუბარია გაზზე, რომლის ექსპორტიც მანამდე გერმანიაში ხდებოდა.
ამასთან, ბრიტანეთში გერმანიის ელჩი მიგელ ბერგერი აცხადებს, რომ რუსეთი გაზს იმიტომ წვავს, რომ ვერსად ყიდის.
„გაზს სხვაგან ვერსად ყიდიან, ამიტომ იძულებული არიან, დაწვან“, – განაცხადა ბერგერმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში.
ელჩის თქმით, ევროპის ძალისხმევა, რომ შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რუსეთის ეკონომიკაზე ძლიერ გავლენას ახდენს.
„ბიბისის“ ინფორმაციით, მეცნიერები შეშფოთებული არიან, ნახშირორჟანგისა და მის მიერ წარმოქმნილი ჭვარტლით, რომელმაც შესაძლოა, გააძლიეროს არქტიკული ყინულის დნობა. ამასთან, მედიის ცნობით, ინფორმაცია თავდაპირველად ფინეთის მოსახლეობამ გაავრცელა. საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქის მოსახლეობა ამბობდა, რომ ძლიერი ცეცხლი შენიშნეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, რუსეთი ყოველდღიურად დაახლოებით 4.34 მილიონ კუბურ მეტრ გაზს წვავს.
ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი „გაზპრომში“ ჯერ არ გაკეთებულა.