„ბიბისი“ - ქართული ფხალი მთელი მსოფლიოს ვეგანებისთვის შეიძლება, სუპერსაკვები იყოს
ქართული მრავალფეროვანი ვეგანური აპეტაიზერი, – ამ სათაურით „ბიბისი“ ონლაინგვერდზე მკითხველს ქართულ სამზარეულოს აცნობს.
სტატიის ავტორმა, სარა ფრიმენმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა და ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, კულტურასა და სამზარეულოს გაეცნო.
„მთელ მსოფლიოში ვეგანებისთვის ქართული ფხალი შეიძლება სუპერსაკვები იყოს“, – წერს „ბიბისის“ ჟურნალისტი.
„ემოციებს ფერებით გამოვხატავ, – მიყვება შეფმზარეული დავით ნარიმანიშვილი, – როდესაც ჩემი ჩანგალი იდეალური ფორმის ქარვისფერ, მწვანე და მეწამულისფერ აპეტაიზერს ეხება. ნიახურის ფოთლებით დაწყებული, ოხრახუშით დამთავრებული, ინგრედიენტები ფხალს შესანიშნავ კერძად აქცევს. ფხალი უპირველესად, სუფრის საყრდენს წარმოადგენს და ქართველების უსაზღვრო სტუმართმოყვარეობას გამოხატავს“, – წერს სარა ფრიმენი.
სტატიაში აღწერილია ქართული კერძები, თბილისისა და ქუთაისის ბაზრები, აგრეთვე კვების ობიექტები, სადაც შესაძლებელია ვეგეტარიანული კერძების გასინჯვა.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.