„ბიბისი“ - პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური 45 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს
პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახური 45 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს. როგორც ვარშავაში განმარტავენ, აღნიშნული პირები რუსული სპეცსამსახურების ოფიცრები არიან.
სია მტკიცებულებებთან ერთად, უწყებამ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომ ისინი აწარმოებდნენ სადაზვერვო ოპერაციებს, რომლებიც მიმართული იყო პოლონეთის სტაბილურობის წინააღმდეგ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას ემუქრებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ დიპლომატების გაძევების შემთხვევაში რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს.