პოლონეთი აბორტების თითქმის სრულად აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
პოლონეთში აბორტების შესახებ კანონი ისედაც მკაცრია. მოქმედი წესების მიხედვით, აბორტის გაკეთება ქალს მხოლოდ გაუპატიურებისა ან ინცესტის შედეგად დაორსულების დროს შეუძლია. ასევე აბორტი დაშვებულია იმ შემთხვევაში თუ დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრებათ.
კანონმდებლობის გამკაცრების შემთხვევაში ორსულობის დროზე ადრე შეწყვეტა დაუშვებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ნაყოფი არ არის საკმარისად განვითარებული ან სხვა სახის დარღვევები აღენიშნება.
ასეთი ნორმების მიღებას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან.
2016 წელის პოლონეთში აბორტების შესახებ კანონის გამკაცრების მცდელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა.