„ბიბისი“ - პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე ავიაიერიშს, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე განხორციელებულ ავიაიერიშს, სულ მცირე, 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ათობით ადამიანი დაშავდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაიერიში ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირატის იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკის ტერიტორიაზე მდებარე შენობაზე განხორციელდა, რომელსაც ათასობით ადამიანი აფარებდა თავს.
თვითმხილველების ცნობით, სამიზნე გახდა სასურსათო ბაზრის სიახლოვეს მდებარე სკოლის შენობის ზედა სართულები.
როგორც ადგილობრივი წყაროები „ბიბისის“ ეუბნებიან, ისრაელის ავიაიერიშის მიზანი სკოლის შენობის ერთ-ერთი ოთახი იყო, რომლითაც „ჰამასის“ პოლიცია სარგებლობდა.
ისრაელში „ბიბისის“ უთხრეს, რომ ავიაიერიშის შედეგებს იკვლევენ.