„ბიბისი“ - ოფიციალური პროგნოზების მიხედვით, არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს, თუ პროგნოზი გამართლდება, ეს ჩაშლის ოპოზიციის იმედებს ოთხი ბლოკისგან შემდგარი კოალიციის შექმნაზე
„ბიბისი“ საქართველოში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ოფიციალური პროგნოზების მიხედვით, საქართველოს მმართველი პარტია ლიდერობს გადამწყვეტ არჩევნებში, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზეა ფოკუსირებული.
„როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ხმების თითქმის 53%-ს იღებს დათვლილი ხმების ორ მესამედზე დაფუძნებული პროგნოზის თანახმად. ოპოზიციამ მიმდინარე არჩევნები შეაფასა, როგორც არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის. ბევრი თვლიდა, რომ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები მას შემდეგ, რაც ქართველებმა 1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი. თუ პროგნოზი გამართლდება, „ქართული ოცნება“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს, რაც ჩაშლის ოპოზიციის იმედებს ოთხი ბლოკისგან შემდგარი კოალიციის შექმნის თაობაზე“, – აღნიშნულია „ბიბისის“ სტატიაში.