„ბიბისი“ - ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ანტიისლამისტმა და პოპულისტმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა გაიმარჯვა
ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ანტიისლამისტმა და პოპულისტმა პოლიტიკურმა ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა გაიმარჯვა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ხმების თითქმის სრულად დათვლის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ ვილდერსის „თავისუფლების პარტია“ საკანონმდებლო ორგანოში 37 მანდატს მიიღებს, რითიც საგრძნობლად უსწრებს უშუალო კონკურენტს, მემარცხენე ალიანსს.
მთავრობის ფორმირებისთვის ნიდერლანდების 150-ადგილიან პარლამენტში ხეერტ ვილდერსს 76 მანდატი სჭირდება და, შესაბამისად, სხვა პარტიებთან კოალიცია დასჭირდება.
ევროკავშირის ყოფილი კომისრის, ფრანს ტიმერმანსის მემარცხენე ალიანსი მეორე ადგილზეა 25 მანდატით.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნიდერლანდებში მიგრაცია ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
ხერტ ვილდერსმა თქვა, რომ აპირებს „თავშესაფრის მაძიებლებისა და იმიგრაციის ცუნამისთან“ გამკლავებას.