„ბიბისი“ - ნევადას შტატში რესპუბლიკელებმა 3 062 დარღვევა დააფიქსირეს
ნევადას შტატში რესპუბლიკელებმა 3 062 დარღვევა დააფიქსირეს. როგორც „ბიბისი“ წერს, რესპუბლიკური პარტიის ნევადას ოფისის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს აშშ-ის გენერალურ პროკურატურას და საჩივრები გადაუგზავნეს.
როგორც პარტიის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ერთ-ერთი დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ ნევადაში ხმა მისცეს პირებმა, ვინც შტატის ტერიტორიაზე აღარ ცხოვრობს.
ნევადა ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გამარჯვებული ჯერ არ დაუსახელებიათ. ამჟამად, წინასწარი მონაცემებით ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომელიც ტრამპს 11 400 ხმით ამარცხებს.