„ბიბისი“ - მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ
მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეებისთვის სამხედრო ტრიბუნალს ამზადებენ. როგორც „ბიბისი“ წერს, აღნიშნულის შესახებ რუსული ტელეარხის ეთერში საუბრისას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშილინმა განაცხადა.
„შემიძლია, დავადასტურო, რომ ტრიბუნალისთვის მზადება მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ განვაცხადეთ. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვგეგმავთ. ანუ, ტრიბუნალი გარდაუვალია და ერთ-ერთი პირველი ტრიბუნალი იქნება მარიუპოლში“, – განაცხადა პუშილინმა.
მან აღნიშნა, რომ მზადდება შენობაც, სადაც ტრიბუნალი უნდა გაიმართოს. „ბიბისის“ ცნობით, მანამდე მარიუპოლის საქალაქო საბჭოში განაცხადეს, რომ ადგილობრივი ფილარმონიის სცენაზე ციხის საკნები განათავსეს. სავარაუდოდ ტრიბუნალი იქ გაიმართება.