დიმიტრი პესკოვი - მთავარი უკრაინის ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლებაა, დასახული ამოცანები შესრულდება, ამაზე ეჭვიც არ უნდა იყოს
დიმიტრი პესკოვი - მთავარი უკრაინის ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლებაა, დასახული ამოცანები შესრულდება, ამაზე ეჭვიც არ უნდა იყოს

კრემლში ეჭვი არ ეპარებათ, რომ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ ყველა ამოცანა შესრულებული იქნება. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პეკსოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, მთავარი ამოცანა უკრაინის „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ გათავისუფლებაა.

„მთავარი მაინც ამ „ნაციონალისტური ბატალიონებისგან“ გათავისუფლებაა. ოპერაცია გრძელდება და დასახული ამოცანები კარგად ცნობილია. ისინი უნდა შესრულდეს და შესრულებული იქნება. არანირი ეჭვი არ უნდა იყოს“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

24 თებერვალს რუსეთის ჯარების ინტერვენციის გამოცხადებისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავარ ამოცანად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“ დაასახელა. მარტის დასაწყისში რუსეთის თვადაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „სამხედრო ოპერაციის“ პირველი ეტაპის ამოცანები შესრულებულია უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ამჟამად რუსი სამხედროები მთავარ ამოცანებს „დონბასის სრულ გათავისუფლებას“ ასახლებენ.