„ბიბისი“- კომპანია „ბოინგი“ რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას აჩერებს
კომპანია „ბოინგი“ რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ამერიკულმა ავიაკონცერნმა რუსეთში ძირითადი ოპერაციების შეჩერებისა და კიევში ოფისის დროებით დახურვის შესახებ განაცხადა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეაჩერეს რუსული ავიაკომპანიებისთვის ნაწილების მიწოდება, ასევე, თვითმფრინავების ტექნიკური მხარდაჭერა და მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ მთავარ რუსულ ავიამზიდ „აეროფლოტის“ საავიაციო პარკი ძირითადად „ბოინგ 737“ და „ბოინგ 777“ თვითმფრინავებისგან შედგება.