„ბიბისი“ - ჯო ბაიდენმა თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე
„ბიბისი“ - ჯო ბაიდენმა თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თანხმობა განაცხადა უკრაინისთვის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გადაცემაზე. ამის შესახებ „ბიბისის“ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.

ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობდა, განაცხადა, რომ ასეთ ნაღმებს მალე გადასცემენ კიევს და ვაშინგტონი ელოდება, რომ მათ გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე.

„კიევმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ასეთ ნაღმებს უკრაინელი სამოქალაქო მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

„ბიბისის“ ცნობით, ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც ვაშინგტონის მცდელობა, შეანელოს რუსი ჯარისკაცების წინსვლა, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილურად წინ მიიწევენ უკრაინის აღმოსავლეთში.