„ბიბისი“ - იაპონიის საზღვაო ძალები, აშშ-სა და კანადასთან ერთად, კურილის კუნძულებთან წვრთნებს ატარებს
„ბიბისი“ - იაპონიის საზღვაო ძალები, აშშ-სა და კანადასთან ერთად, კურილის კუნძულებთან წვრთნებს ატარებს

პირველად იაპონიის საზღვაო ძალები, აშშ-ისა და კანადის საზღვაო ფლოტებთან ერთად, კურილის კუნძულების სანაპიროებთან წვრთნებს ატარებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, წვრთნების მიზანია, წარმოაჩინოს იაპონიის ერთიანობა მოკავშირეებთან პოტენციური რუსული საფრთხის ფონზე.

წვრთნები, რომელიც კურილის კუნძულების აღმოსავლეთ სანაპიროდან ჰონშუს კუნძულის სამხრეთ ნაწილამდე ტარდება, 21 აგვისტოს დაიწყო და 28 აგვისტომდე გაგრძელდება.

როგორც წყაროები მედიასთან აცხადებენ, მოკავშირეები ყურადღებას ამახვილებენ საწვრთნელ ამოცანებზე, როგორებიცაა ზედაპირული სამიზნეების ძებნა და განადგურება, ვერტმფრენების ერთმანეთის გემებზე დაშვება.

იაპონიის საზღვაო ძალების პრესრელიზში ნათქვამია, რომ იაპონიას, კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი პირობაა თავისუფალი და ღია წყნარი ოკეანის რეგიონისთვის.