„ბიბისი“ - „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელზე რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმის განხორციელებაში ირანი დაეხმარა
ირანის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ისრაელზე თავდასხმას. ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ისრაელზე თავდასხმას პალესტინელი ჯარისკაცებისა და ყველა პალესტინური ჯგუფის „გამარჯვება“ უწოდა.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, „ჰამასის“ მტკიცებით, ირანი დაეხმარა მას, ისრაელზე რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განეხორციელებინა.
მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერ არ აქვს ირანის პირდაპირი ჩართულობის მტკიცებულება.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები 7 ოქტომბერს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით, „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 700-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია, სულ მცირე, 2 315.
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.