„ბიბისი“ - გვატემალას პოლიციამ მიტოვებული კონტეინერიდან 126 მიგრანტი გაათავისუფლა
გვატემალას პოლიციამ მიტოვებული კონტეინერიდან 126 მიგრანტი გაათავისუფლა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გემზე დასატვირთი კონტეინერი პოლიციამ გზის პირას, ქალაქებს – ნუევა კონსეპსიონესსა და კოკალესს შორის აღმოაჩინა.
ხელისუფლების ცნობით, ისინი მიატოვეს კონტრაბანდისტებმა, რომლებსაც მიგრანტები მექსიკის გავლით აშშ-ში უნდა გადაეყვანათ.
კონტეინერიდან გათავისუფლებული მიგრანტების უმეტესობა ჰაიტიდანაა.
პოლიციის წარმომადგენლების ინფორმაციით, მიგრანტებს პირველადი დახმარება გაუწიეს და გვატემალის მიგრაციის ინსტიტუტში განათავსეს, რის შემდეგაც ჰონდურასში გადაიყვანენ.
წლებია, ათასობით ჰაიტელი ცდილობს ქვეყნის დატოვებას, სადაც ცუნამითა და მიწისძვირთ გამოწვეულ კრიზისს თან ერთვის ქვეყანაში არსებული არასტაბილური მდგომარეობა.
გასულ თვეს, დაახლოებით 13 ათასი ჰაიტელი შეიკრიბა ხიდთან, რომელიც მექსიკის ქალაქ სიუდად-აკუნიას ნიუ-ტეხასთან აკავშირებს. აშშ-ის ხელისუფლებამ მათ ქვეყანაში შეშვებაზე უარი განუცხადა და ჰაიტიზე გადაიყვანა.