„ბიბისი“ - „გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება
რუსული კომპანია „გაზპრომი“ უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, რუსულმა კომპანიამ უკრაინა ტრანზიტისთვის განკუთვნილო გაზის გაუჩინარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 28 ნოემბრიდან უკრაინაზე გამავალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდებას შეამცირებს.
„ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აფეთქების შემდეგ ევროპა რუსეთიდან ბუნებრივი აირის ძირითად ნაწილს სწორედ უკრაინის გავლით იღებს. ამავე გაზსადენით ბუნებრივი აირი მიეწოდება მოლდოვასაც. რუსეთში აცხადებენ, რომ რუსული გაზის ნაწილი უკრაინაში რჩება და მოლდოვამდე არ ჩადის.
უკრაინაში რუსეთის ბრალდებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.