„ბიბისი“ - ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
ევროპაში გაზის ფასი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, 2 იანვრის მონაცემებით, ფასმა ერთ მეგავატ საათზე 72.75 ევრო შეადგინა, რაც აგვისტოს ფასთან შედარებით თითქმის ხუთჯერ ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ გაზის ფასის კლება დეკემბრის თვეში სტაბილურად გრძელდებოდა. „ბიბისის“ ცნობით, ევროპაში ამას გარკვეულწილად თბილი ზამთრით ხსნიან, რაც ბუნებრივი აირის ეკონომიურად მოხმარების მიზეზი გახდა.