„ბიბისი“ - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საოკუპაციო რეჟიმი კოლონიაზე დარტყმის შედეგად 53 დაღუპულის შესახებ განცხადებას ავრცელებს
უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საოკუპაციო რეჟიმი კოლონიაზე დარტყმის შედეგად 53 დაღუპულის შესახებ ავრცელებს განცხადებას.
სეპარატისტების მტკიცებით, დარტყმა განხორციელდა დონეცკის ოლქში, კერძოდ ელენოვკაში მდებარე ციხეზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. პრორუსი სეპარატისტების განცხადებით, დაშავებულია 75 ადამიანი.
როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის რეჟიმი კოლონიაზე სარაკეტო იერიშში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებენ.