„ბიბისი“ - დონალდ ტრამპი ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდიდან მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს
დონალდ ტრამპი ოჰაიოს პატარა ქალაქიდან მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასობრივად გაასახლებს მიგრანტებს ოჰაიოს პატარა ქალაქიდან, სადაც დაუდასტურებელი ცნობებით, მიგრანტი ჰაიტელები შინაურ ცხოველებსა ჭამენ.
„ჩვენ სპრინგფილდით დავიწყებთ. ჩვენ გავიყვანთ ამ ხალხს. ჩვენ მათ ვენესუელაში დავაბრუნებთ,“ – თქვა ტრამპმა.
„ბიბისის“ ცნობით, სპრინგფილდში მყოფი მიგრანტები ძირითადად ჰაიტიდან არიან და აქვთ აშშ-ში ყოფნის კანონიერი უფლება ჰაიტელებისთვის განკუთვნილი ფედერალური პროგრამის ფარგლებში.
ცნობისთვის, ტრამპმა პირველად სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომ ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მიგრანტები შინაურ ცხოველებს ჭამდნენ. ქალაქის ოფიციალური პირები უარყოფენ ამ ცნობებს.