„ბიბისი“ - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში ენტონი ბლინკენსა და ჯეიკ სალივანს შეხვდება
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი ვაშინგტონს ამ კვირაში ეწვევა, რათა შეხვედრები გამართოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან. ინფორმაციას „ბიბისი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მაღალჩინოსნები აცხადებენ, შეხვედრების დროს აშშ უბიძგებს ჩინეთს, რომ უფრო კონსტრუქციული მიდგომა გამოამჟღავნოს ისრაელისა და უკრაინის მიმართ.
ამასთან, უცნობია, შეხვდება თუ არა ვანგ ი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.