„ბიბისი“ - ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის
„ბიბისი“ - ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტთან ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის

ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტთან, რომელიც დაჰიეს უბანს ესაზღვრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ამ უბანში „ჰეზბოლას“ პოზიციები ძლიერია და ისრაელის საჰაერო თავდასხმების უწყვეტ სამიზნეს წარმოადგენს.

მედიაში ვრცელდება ვიდეომასალაც, სადაც აეროპორტთან ახლოს მასშტაბური აფეთქება ჩანს. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა სამხრეთ ბეირუთში მდებარე უბნის მცხოვრებლებს მოუწოდა, დატოვონ ტერიტორია მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის წინ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს რუკის ფოტოც, რომელზეც კონკრეტული შენობაა მონიშნული. განცხადებაში ისინი მოუწოდებენ რუკაზე მონიშნული შენობის მახლობლად მცხოვრებლებს, დაშორდნენ ტერიტორიას სულ მცირე 500 მეტრის რადიუსით.