„ბიბისი“ - ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში ათობით ადამიანი კორონავირუსით არის ინფიცირებული
„ბიბისი“ - ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში ათობით ადამიანი კორონავირუსით არის ინფიცირებული

„ბიბისის“ ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში ათობით ადამიანი ახალი კორონავირუსით არის ინფიცირებული. „ბიბისი“ წერს, რომ კორონავირუსი პრეზიდენტის სასახლის 20 თანამშრომელს აქვს დადასტურებული.

მთავრობაში ჯერ არ კეთდება კომენტარი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ინფიცირებულებს შორის ავღანეთის პრეზიდენტი.

ავღანეთში „კოვიდ 19“-ის 1000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია 33 ადამიანი.