„ბიბისი“ - აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა ადგილი ირანში, საიდანაც საუდის არაბეთზე თავდასხმა მოაწყეს
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადგინა ადგილი ირანში, საიდანაც საუდის არაბეთზე თავდასხმა მოაწყვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც აშშ-ში ოფიციალური პირები იუწყებიან, დრონები და ფრთოსანი რაკეტები ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიიდან გაუშვეს.
„საუდის არაბეთი საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ ირანიდან გამოშვებული დრონები და რაკეტები არ შეაჩერა, რადგან სისტემა სამხრეთით იყო მიმართული, საიდანაც ჰუსიტი მეამბოხეების თავდასხმა იყო მოსალოდნელი“, – წერს „ბიბისი“.
ირანი საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმას კატეგორიულად უარყოფს.