„ბიბისი“ - ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებენ
„ბიბისი“ - ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებენ

ამერიკელი სამხედროები ავღანეთს 11 სექტემბრისთვის დატოვებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შესაბამისი განკარგულების გამოცემას გეგმავს.

დღეისთვის აშშ-ს 2 500-მდე სამხედრო ჰყავს დისლოცირებული. აღსანიშნავია, რომ ავღანეთიდან გასვლის თარიღი დროში ემთხვევა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 20 წლისთავს.

კონტიგენტისა და ნატო-ს მოკავშირე ძალების გაყვანასთან დაკავშირებით შეთანხმება 2020 წლის თებერვალში შედგა და მომდევნო 14 თვის განმავლობაში, შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანას ითვალისწინებდა, თუმცა როგორც მოგვიანებით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განმარტა, 2021 წლის 1 მაისისთვის, ავღანეთის დატოვება ვერ მოხერხდება.