„ბიბისი“ - ახალი კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომელთაც ბოლო ექვს თვეში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუსვეს, უფრო ხშირად უვითარდებათ დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ფსიქოზი და ინსულტი
„ბიბისი“ - ახალი კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომელთაც ბოლო ექვს თვეში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუსვეს, უფრო ხშირად უვითარდებათ დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ფსიქოზი და ინსულტი

კოვიდინფირცირებულების ერთ მესამედს ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური მდგომაროება გაუუარესდა. კვლევით დადგინდა, რომ იმ პაციენტებში, ვინც „კოვიდ-19“-ით საავადმყოფოში მოხვდა, მსგავსი გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი კიდევ უფრო მაღალია. როგორც ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, გვერდითი მოვლენები დაავადების დროს გადატანილი სტრესისა და ვირუსის მიერ თავის ტვინზე მიყენებული ზიანის შედეგად ვითარდება.

როგორც „ბიბისი“ წერს, კვლევის ფარგლებში მეცნიერები აშშ-ში 500 ათასზე მეტ კოვიდინფიცირებულს აკვირდებოდნენ.

მათი დასკვნის მიხედვით, „კოვიდ-19“-ის გადატანის შემდეგ ადამიანებს ყველაზე ხშირად შფოთვა და ხასიათის ცვალებადობა აწუხებთ, რაც მკვლევარების თქმით, როგორც წესი, ინფიცირებულების საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით გადატანილი სტრესის შედეგია.

რაც შეეხება ინსულტს და დემენციას, ეს უფრო მეტად ვირუსის მიერ ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება.

ამასთან, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „კოვიდ-19“ პარკინსონის დაავადების საფრთხეს არ ზრდის.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მათი ნაშრომი უფრო დაკვირვებას წარმოადგენს და არ ადგენს, რომ კოვიდინფექცია აუცილებლად იწვევს ინსულტს ან დეპრესიას. თუმცა, მსგავსი კვლევების შედარებისას გამოიკვეთა, რომ კოვიდპაციენტები უფრო მეტად არიან მიდრეკილები თავის ტვინის დაავადებების მიმართ, ვიდრე პაციენტები, რომლებმაც ჩვეულებრივი გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადება გადაიტანეს.

კვლევის მონაწილეების შედარება მოხდა ასაკის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

დადგინდა, რომ კოვიდპაციენტებში ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებები განვითარების რისკი 16 პროცენტით უფრო მაღალია, ვიდრე იმ ადამიანებში, ვინც სხვა რესპირატორული ვირუსი გადაიტანა, და 44 პროცენტით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპით დაავადებულ პაციენტებში.

შფოთვა და ხასიათის ცვლილება ან სხვა ფსიქოლოგიური აშლილობა გამოუვლინდა პაციენტების 24 პროცენტს „კოვიდ-19“-ის შედეგად ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტს აღწევს, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრილ ადამიანებს შორის 28 პროცენტს შეადგენს.

„კოვიდ-19“-ის გადატანის შემდეგ ინსულტი ჰქონდა პაციენტების ორ პროცენტს და ეს მაჩვენებელი შვიდ პროცენტმადე იზრდება იმ ადამიანებს შორის, ვინც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. დემენცია გამოუვლინდა კოვიდპაციენტების 0,7 პროცენტს.

აღსანიშნავია, რომ პაციენტების ერთ მესამედს „კოვიდ-19“-ის შემდეგ ფსიქოლოგიური ან ნევროლოგიური პრობლემების დიაგნოზი ცხოვრებაში პირველად დაუსვეს.