ბიატლონში მსოფლიო თასის კანადის ეტაპის რბოლების განრიგი ყინვების გამო შეიცვალა
ბიატლონის საერთაშორისო კავშირმა, კანადის მსოფლიო თასის ეტაპის კალენდარში ცვლილებები შეიტანა. ეს (-30) გრადუსიანი ყინვებითაა გამოწვეული, იტყობინება „ენერკა“ (NRK).
7 თებერვალს ინდივიდუალური რბოლები შემოკლებული ფორმატით გაიმართება, კაცებში 15კმ-ზე 20-ის ნაცვლად და ინდივიდუალური რბოლა ქალებში 12.5კმ-ზე 15-ის ნაცვლად. ესტაფეტები გადატანილია რვა თებერვლისთვის, ხოლო მას-სტარტები ცხრაში გაიმართება.
შეგახსენებთ,რომ ბიატლონის საერთაშორისო კავშირი (IBU), -20 გრადუსზე დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, შეჯიბრების ჩატარებას კრძალავს.