შვედურ ქალაქ ესტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში ორი რბოლა გაიმართა: სპრინტი ქალებში 7.5კმ-ზე და სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე.
ქალებში დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება სლოვაკმა ანასტასია კუზმინამ მოიპოვა, მეორე ადგილზე ნორვეგიელი ტანდრევოლდი გავიდა, მესამე კი გერმანელი დალმაიერი იყო.
კაცებში პირველობა არავის დაუთმო წლევანდელი მსოფლიო თასის ლიდერმა, ნორვეგიელმა ოიჰანეს ბომ, მეორე ადგილზე რუსი ლოგინოვი გავიდა, მესამე კი ფრანგი მაიე იყო.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ასპარეზობა გაიმართება: რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ და რბოლა გამოდევნებით ქალებში 10 კმ.