ბიატლონი - სპრინტი მამაკაცებში ტარე ბომ, ქალებში კი ჰანა ოებერგმა მოიგო
ფინურ ქალაქ კონტიოლახტში ბიატლონში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი დაიწყო. სპრინტი მამაკაცებში 10 კმ-ზე ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ნორვეგიელი ტარე ბოს გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე გერმანელი არნდ პაიფერი გავიდა. მესამე პოზიცია კი რბოლის გამარჯვებულის უმცროსმა ძმამ, იოჰანეს ბომ დაიკავა.
გუშინვე გაიმართა სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე, რომელიც ასევე ერთი ოჯახის წევრების დომინაციით წარიმართა. პირველი და მესამე ადგილები შვედმა დებმა – ჰანა და ელვირა ოებერგებმა დაიკავეს, მეორე ადგილზე კი ფრანგი ანაის შევალიე გავიდა.
კონტიოლახტში მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე ხვალ, 5 დეკემბერს ორი რბოლა გაიმართება – ესტაფეტა ქალებში 4X6 კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით მამაკაცებში 12.5 კმ-ზე.