გერმანულ ქალაქ ობერჰოფში მიმდინარე მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპის რბოლა სპრინტი, კაცებს შორის, 10კმ დისტანციაზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში რუსმა ალექსანდრ ლოგინოვმა მოიგო.
მეორე ადგილზე მსოფლიო ჩათვლაში პირველადგილოსანი, ნორვეგიელი იოჰანეს ბო გავიდა, მესამე კი შვედ სამუელსონს ერგო.
ხვალ, 12 იანვარს, ობერჰოფში ორი რბოლა გაიმართება: გამოდევნება კაცებში 12.5 კმ-ზე და გამოდევნება ქალებში 10 კმ-ზე.