ბიატლონის საერთაშორისო კავშირმა, მსოფლიოს თასის სამი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლაში მიმდინარე ქულები გამოაქვეყნა.
კაცებში დამაჯერებლად – 428 ქულით, ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს, მეორე ადგილზე საერთო ჩათვლაში რუსი ალექსანდრ ლოგინოვია 312 ქულით, მესამეზე კი ავსტრიელი სიმონ ედერი 266 ქულა.
ქალებს 381 ქულით, იტალიელი დოროტეა ვირერი ლიდერობს, მეორე 345 ქულით სლოვაკი პაულინა ფიალკოვაა, მეასამე ადგილზე კი 276 ქულით, ასევე იტალიელი ლიზა ვიტოცია.