დღეს, გერმანულ ქალაქ ობერჰოფში, ბიატლონში მიმდინარე მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპზე, რბოლა გამოდევნებით ქალებში, 10კმ-ზე გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში პირველი ადგილი არავის დაუთმო იტალიელმა ლიზა ვიტოციმ, მეორე ადგილზე სლოვაკი ანასტასია კუზმინა გავიდა, მესამე ადგილი კი ფრანგმა შევალიემ დაიკავა.
ხვალ, 13იანვარს ობერჰოფის ეტაპის დასკვნითი ორი რბოლა გაიმართება: ესტაფეტა კაცებში 4X7.5კმ-ზე და ესტაფეტა ქალებში 4X6კმ-ზე.