იტალიურ ქალაქ ანტჰოლცში მიმდინარე მსოფლიო თასზე, რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ-ზე გაიმართა. ასპარეზობა ძალიან დაძაბულად წარიმართა და იტალიელ დოროტეა ვირერის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ადგილზე გერმანელი ლაურა დალმსიერი გავიდა, მესამე კი იტალიელი ლიზა ვიტოცი იყო.
ხვალ, 27 იანვარს, ანტჰოლცში მსოფლიო თასის მეექვსე ეტაპის დასკვნით დღეს, ორი რბოლა გაიმართება: მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე და მას-სტარტი ქალებში 12.5კმ.ზე.