დღეს, გერმანულ ქალაქ ობერჰოფში, ბიატლონში მიმდინარე მსოფლიო თასის მეოთხე ეტაპზე, რბოლა გამოდევნებით კაცებში, 12.5კმ-ზე გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში პირველი ადგილი ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ არავის დაუთმო, მეორე ადგილზე გერმანელი ფაიფერი გავიდა, მესამე ადგილი კი იტალიელმა ჰოფერმა დაიკავა.
ხვალ, 13 იანვარს, ობერჰოფის ეტაპის დასკვნითი ორი რბოლა გაიმართება: ესტაფეტა კაცებში 4X7.5კმ-ზე და ესტაფეტა ქალებში 4X6კმ-ზე.