ბიატლონი - მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას კაცებში იოჰანეს ბო, ქალებში კი ლიზა ვიტოცი ლიდერობს
ბიატლონში მსოფლიო თასის რვა ეტაპის შემდეგ, კაცებს შორის საერთო ჩათვლაში კვლავ ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს – მის ანგარიშზე 979 ქულაა. მეორე ადგილს, 645 ქულით, რუსი ალექსანდრ ლოგინოვი იკავებს, მესამეზე კი ფრანგი სიმონ დესტიეა (636).
ქალების საერთო ჩათვლაში ახალი ლიდერია, იტალიელმა ბიატლონისტებმა ადგილები გაცვალეს და ამჯერად პირველ ადგილზე ლიზა ვიტოციმ გადაინაცვლა, 713 ქულით, მეორეზე დოროტეა ვირერია, 706 ქულა, მესამე ადგილს კი ნორვეგიელი მარტე ოლსბუ როისელანდი იკავებს, რომლის ანგარიშზეც 640 ქულაა.