ბიატლონი - მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას მამაკაცებში იოჰანეს ბო ლიდერობს
ბიატლონი - მსოფლიო თასის საერთო ჩათვლას მამაკაცებში იოჰანეს ბო ლიდერობს

ბიატლონში მსოფლიო თასს მამაკაცებში, საერთო ჩათვლაში, ნორვეგიელი იოჰანეს ბო ლიდერობს – მის ანგარიშზე 1110 ქულაა.

მეორე ადგილს რუსი ალექსანდრე ლოგინოვი იკავებს (796), მესამეზე კი ფრანგი ფილონ მაიეა (761).

ქალების საერთო ჩათვლაში პირველ-მეორე ადგილებს თანაბარი ქულებით იტალიელი ბიატლონისტები – დოროტეა ვირერი და ლიზა ვიტოცი იყოფენ. მათ ანგარიშზე 852 ქულაა.

მესამე ადგილზე კი ნორვეგიელი მარტე ოლსბუ როისელანდია, რომელსაც 753 ქულა აქვს.