ბიატლონში მსოფლიო თასი მამაკაცებს შორის ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ მოიგო – მის ანგარიშზე 1262 ქულაა.
მეორე ადგილზე რუსი ალექსანდრე ლოგინოვი გავიდა (854), მესამე პოზიცია კი ფრანგმა ფილონ მაიემ დაიკავა (761).
ქალებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული დოროტეა ვირერი გახდა – მის ანგარიშზე 904 ქულაა.
მეორეზეც იტალიელი ბიატლონისტია, ლიზა ვიტოცი თავის თანამემამულეს 22 ქულით ჩამორჩა (882),
მესამე ადგილზე კი სლოვაკი ანასტასია კუზმინა გავიდა (870).