ბიატლონი | მსოფლიო ჩემპიონატზე ესტაფეტა შერეულ წყვილებში ნორვეგიამ მოიგო
სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ბიატლონში. 10 თებერვალს, ტურნირის პირველ დღეს ესტაფეტა შერეულ წყვილებში გაიმართა.
რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ავსტრიის ნაკრები გავიდა, მესამე ადგილი კი შვედეთის ნაკრებმა დაიკავა.
გამარჯვებულთა რიგებში იასპარეზეს: იოჰანეს ბომ, სტურლა ლეგრეიდმა, ტირილ ეკჰოფმა და მარტა როისელანდბა.
ხვალ, 12 თებერვალს, მსოფლიო ჩემპიონატზე სპრინტი კაცებში 10 კმ-ზე გაიმართება.