ბიატლონი - მას-სტარტი ქალებში ვირერმა, კაცებში კი ვინდიჩმა მოიგო
ბიატლონი - მას-სტარტი ქალებში ვირერმა, კაცებში კი ვინდიჩმა მოიგო

შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ბიატლონში. დასკვნით დღეს ორი რბოლა გაიმართა: მას-სტარტი ქალებში 12.5 კმ-ზე და მას-სტარტი კაცებში 15 კმ-ზე.

ორივე ასპარეზობა იტალიელთა ტრიუმფით აღინიშნა. ქალების რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და იტალიელი დოროტეა ვირერის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ადგილზე რუსი ბიატლონისტი იურლოვა გავიდა, მესამე კი გერმანელი ჰერმანი იყო.

რაც შეეხება კაცების ასპარეზობას, აქ სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. ყველასთვის მოულოდნელად, პირველ ადგილზე იტალიელი დომინიკ ვინდიჩი გავიდა, მეორე ადგილი ფრანგმა გიგონამ დაიკავა, მესამე კი ავსტრიელი ებეჰარდი იყო.