ბიატლონი - კაცთა 12.5კმ გამოდევნებით რბოლა ფურკადმა მოიგო
ბიატლონი - კაცთა 12.5კმ გამოდევნებით რბოლა ფურკადმა მოიგო

ავსტრიულ ჰოხფილცენში მიმდინარე მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე, რბოლა გამოდევნებით, კაცებში 12.5კმ დისტანციაზე, მსოფლიოს საუკეთესო ბიატლონისტმა, ფრანგმა მარტინ ფურკადმა მოიგო. მან სამი წარუმატებელი რბოლის შემდეგ ღირსეული დაბრუნება მოახერხა და დღევანდელ ასპარეზობაში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ფურკადმა 20სროლიდან არცერთი არ ააცილა მიზანს, მისი დრო: 32 წუთი 22.3 წამი იყო. მეორე ადგილზე გერმანელი პფაიფერი გავიდა, მესამეზე კი ნორვეგიელი კრისტიანსენი.

ხვალ 16დეკემბერს, მსოფლიო თასის მეორე ეტაპის დასკვნით დღეს, ჰოხფილცენში ესტაფეტა ქალებს შორის 4*6კმ და კაცებს შორის კი 4*7.5კმ დისტანციაზე გაიმართება.