შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში, ინდივიდუალური რბოლა კაცებში 20კმ-ზე გაიმართა. ასპარეზობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და გერმანელი არნდ ფაიფერის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ადგილზე ბულგარელი ილიევი გავიდა, მესამე კი ნორვეგიელი ბიატლონისტი, მიმდინარე სეზონის მსოფლიო თასის ლიდერი ბო იყო.
დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეული ესტაფეტა გაიმართება (ქალი+მამაკაცი 2*3+3*2.5კმ-ზე).