შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში ორი რბოლა გაიმართა. ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე და ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე. ორივე ასპარეზობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.
კაცებში, როგორც მოსალოდენელი იყო, პირველობა ნორვეგიის ნაკრებმა არავის დაუთმო; მეორე ადგილზე გერმანიის ეროვნული გუნდა გავიდა, მესამე კი რუსეთი იყო.
რაც შეეხება ქალთა ესტაფეტას, ის ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი ადგილი აქაც ნორვეგიის ნაკრებმა დაიკავა, მეორეზე მასპინძლები – შვედი ქალები გავიდნენ, მესამე კი უკრაინის ეროვნული გუნდი იყო.
დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, კიდევ ორი რბოლა გაიმართება: მას-სტარტი ქალებში 12.5 კილომეტრზე და მას-სტარტი კაცებში 15 კილომეტრზე.