ბიატლონი | 10კმ-ზე გამოდევნებით რბოლა ქალებში, ოლსბუ-როსელანდმა მოიგო
ბიატლონი | 10კმ-ზე გამოდევნებით რბოლა ქალებში, ოლსბუ-როსელანდმა მოიგო

მდღეს, ჩეხეთის ქალაქ ნოვო-მესტოში მიმდინარე მსოფლიო თასზე, ქალებში, მესამე ეტაპის 10კმ-ზე გამოდევნებით ​რბოლა ​გაიმართა. პირველ ადგილზე ნორვეგიელი მარტა ოლსბუ-როსელანდი გავიდა, მეორე ადგილი იტალიელმა დოროტეა ვირერმა დაიკავა, მესამე კი შვედეთის წარმომადგენელი ოებერგი იყო.

23 დეკემბერი ნოვო-მესტოში მსოფლიო თასის მესამე ეტაპის დასკვნითი დღეა. ხვალ ორი რბოლა გაიმართება: მას-სტარტი კაცებში 15კმ-ზე და მას-სტარტი ქალებში 12.5კმ-ზე.