ბჰუტანის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო [ფოტო]
ბჰუტანის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ელჩი მიიღო [ფოტო]

ბჰუტანის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ლოტაი ცერინგმა ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი მიიღო.

ძულიაშვილი ბჰუტანს უკვე მეორედ სტუმრობს.

ბჰუტანში ძულიაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ძულიაშვილთან და პოლოლიკაშვილთან შეხვედრების ამსახველ ფოტოებს ლოტაი ცერინგი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ბჰუტანი ინდოეთსა და ჩინეთს შორის მდებარე სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 750 ათასს შეადგენს.