ბეთლემში ქრისტეშობის დღესასწაულისთვის ემზადებიან.
ბეთლემში მდებარე ქრისტეშობის ტაძარში უკვე მივიდა იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III.
პატრიარქის მისვლასთან ერთად, შობის მოედანზე საზეიმო მსვლელობა ჩატარდა. როგორც იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა განაცხადა, ის სამართლიანი მშვიდობისთვის ილოცებს.
საშობაო წირვა-ლოცვა ქრისტეშობის ტაძარში დილამდე გაგრძელდება.