ლონდონის „ტოტენჰემი“ დაინტერესებულია „ბეტისის“ მცველ ზუჰაირ ფედალის შეძენით, იტყობინება „დონ ბალონი“.
წყაროს ინფორმაციით, ინგლისელთა ხელმძღვანელობა 30 წლის მაროკოელს იან ფერტონგენის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ამ ზაფხულს დატოვებს.
2019-2020 წლების სეზონში ფედალმა ესპანური გუნდის შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ შედეგიანი ქმედებებით თავი არ გამოუჩენია. პორტალი „ტრანსფერმარკტი“ ფეხბურთელს ოთხ მილიონ ევროს აფასებს.