ბეტ ჰარტის ვიდეომიმართვა ქართველ მსმენელს - თქვენ ყოველთვის საუკეთესო ხართ

ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბეტ ჰარტი, კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე, ქართველ მსმენელს ვიდეომიმართვას უგზავნის.

„ახლახან შევიტყვე, რომ რამდენიმე კვირაში ვიქნები საქართველოში. არადა მეგონა, რომ ეს ერთი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ამიტომ აღტაცებული ვარ. ახლა ვარ პრაღაში, დღეს შოუ გვაქვს. ასე რომ, 18 ნოემბერს იპოდრომზე, ჩვენ ვიქნებით თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რადგან თქვენ ყოველთვის საუკეთესო ხართ“, – მიმართავს ბეტ ჰარტი ქართველ მსმენელს.

თანამედროვე ბლუზის ლეგენდა საქართველოში უკვე მესამედ 18 ნოემბერს ჩამოვა. ბეტ ჰარტი კონცერტს თბილისში ძველი იპოდრომის პარკში გამართავს. ორსაათიანი პროგრამა ახალ ალბომში შესულ კომპოზიციებს მოიცავს.

ბეტ ჰარტი თბილისს „ალტერ ვიჟენ ჯგუფის“ მუსიკალური სერიების ფარგლებში ესტუმრება.